ემზარ კვიციანი გავრილოვის პარლამენტში ყოფნაზე - ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია - ვხედავთ, ვინ იყენებს ამას ძალიან ოსტატურად

ერთი „სირცხვილი“ გამოგრჩათ, ბატონო მამუკა. სირცხვილია ამათთან კოჰაბიტაცია და მე ვიცი, რომ ყველას გრცხვენიათ ეს,“ - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს. დეპუტატმა 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენები ახსენა და აღნიშნა, რომ გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანა იყო ხაფანგი, რომელშიც არამარტო უმრავლესობა, არამედ მთელი ქვეყანა გაება.

„გავრილოვი, რომელიც, ბატონო თავმჯდომარევ, თქვენს სავარძელში ბრძანდებოდა და კარგად თქვეს, დამლაგებელს არ მოუყვანია აქ. ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც ჯერ კიდევ არ განელებულა და ამ ხაფანგში მოახვედრეს არამარტო უმრავლესობა, არამედ მთელი ქვეყანა. ვხედავთ, ვინ იყენებს ამას ძალიან ოსტატურად, რადგან სწორედ გავრილოვის თანამშრომლები არიან. მე მოვისმინე ბატონი მამუკას „სირცხვილიას“ ჩამონათვალი და ერთი „სირცხვილი“ გამოგრჩათ, ბატონო მამუკა. სირცხვილია ამათთან კოჰაბიტაცია და მე ვიცი, რომ ყველას გრცხვენიათ ეს,“ - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ემზარ კვიციანი საუბრისას „რუსთავი 2“ - ის საკითხსაც შეეხო და მთელ საქართველოს მისი „დეოკუპაცია“ მიულოცა.

„მინდა თქვენც და სრულიად საქართველოს „რუსთავი 2“ - ის დეოკუპაცია მივულოცო. ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დეოკუპაციის დასაწყისი ყოფილიყოს და ჩვენი ყველა ტერიტორია ჩვენთან დაბრუნებულიყოს,“ - აღნიშნა კვიციანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა