“საქსტატის“ მონაცემებით, საწარმოთა მთლიანი ბრუნვის, პროდუქციის გამოშვებისა და დასაქმებულთა რაოდენობის მონაცემებით თბილისი ლიდერობს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2019 წლის მეორე კვარტალში საწარმოთა საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს.

„საქსტატი“ წარმოადგენს საქართველოს რეგიონების მიხედვით მთლიანი ბრუნვის, პროდუქციის გამოშვებისა და დასაქმებულთა რაოდენობის მონაცემებს.

„რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: ქ. თბილისი – 75.6 პროცენტი; აჭარის ა.რ. – 6.9 პროცენტი; ქვემო ქართლი – 4.6 პროცენტი; იმერეთი – 4.1 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2.7 პროცენტი.

პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: ქ. თბილისი – 65.0 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 8.9 პროცენტი, ქვემო ქართლი – 7.5 პროცენტი, იმერეთი – 5.7 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.3 პროცენტი.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი – 64.1 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 9.7 პროცენტი, იმერეთი – 6.8 პროცენტი, ქვემო ქართლი – 5.6 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.8 პროცენტი“, - აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა