არჩილ თალაკვაძე - საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ ოპოზიციამაც პარლამენტში თავისი რეალური ადგილი და ფუნქციები იპოვა

საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ ოპოზიციამაც საქართველოს პარლამენტში თავისი რეალური ადგილი და ფუნქციები იპოვა - მათ დაინახეს, თუ რას აკეთებს და რა ინსტრუმენტებით არის აღჭურვილი პარლამენტში საპარლამენტო ოპოზიცია, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

“საკონსტიტუციო რეფორმის დროს ჩვენ მივიღეთ დემოკრატიული გადაწყვეტილება, რომ შეგვეცვალა საარჩევნო სისტემა და საქართველო - ჩვენი პოლიტიკური სისტემა ევროპულ, უფრო დემოკრატიულ, უფრო წარმომადგენლობით საარჩევნო სისტემაზე - პროპორციულ არჩევნებზე გადასულიყო. საკონსტიტუციო რეფორმა წარმატებით განხორციელდა და მას შემდეგ მიმდინარე მოვლენები, საპარლამენტო ცხოვრება, პოლიტიკური ცხოვრება პარლამენტის გარეთ კიდევ უფრო მეტად ამტკიცებს, რომ ახალი კონსტიტუცია ეს არის ნამდვილად საქართველოს გრძელვადიანი, დემოკრატიული განვითარების გარანტია.

საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ ოპოზიციამაც იპოვა თავისი რეალური ადგილი და ფუნქციები საქართველოს პარლამენტში. ოპოზიციამაც დაინახა, თუ რას აკეთებს დემოკრატიაში და რა ინსტრუმენტებით არის აღჭურვილი პარლამენტში საპარლამენტო ოპოზიცია. მათ არაერთხელ გამოიყენეს ეს მექანიზმები და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც, ოპოზიცია აქტიურად გამოიყენებს იმ უპირატესობებს და საპარლამენტო მექანიზმებს, რომელიც ახალი კონსტიტუციისა და რეგლამენტის მიღების შემდეგ მათ გაუჩნდათ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღეს თალაკვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების საყოველთაო განხილვის საორგანიზაციო კომისიების ფორმირების თაობაზე დადგენილების პროქტები წარადგინა. აღნიშნულ კომისიებს სწორედ თალაკვაძე უხელძღვანელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო