ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრში, პაციენტები გულ-სისხლძარღვთა სისტემის სკრინინგული გამოკვლევების ჩატარებას უფასოდ შეძლებენ

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრში, პაციენტები გულ-სისხლძარღვთა სისტემის სკრინინგული გამოკვლევების ჩატარებას უფასოდ შეძლებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ვივო კაპიტალიდან“ აცნობეს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, ადრეულ ეტაპებზე დაავადების ნიშნების იდენტიფიცირება, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს მათი ეფექტური მკურნალობის შესაძლებლობებს. ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი წამყვანი სამედიცინო დაწესებულება გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების მკურნალობის მიმართულებით. საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მოსახლეობის საერთო სიკვდილიანობის სტრუქტურაში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს წამყვანი ადგილი უკავია.

მათივე ინფორმაციით, კარდიოლოგიური დეპარტამენტი ახორციელებს მწვავე კარდიული პათოლოგიით (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი,არასტაბილური სტენოკარდია, გულის მწვავე და დეკომპენსირებული უკმარისობა, გულის რითმისა და გამტერებლობის მწვავე მოშლა, მწვავე ჰიპერტენზიული მდგომარეობები) პაციენტთა მიღებას ინტენსიური დაკვირვების პალატაში.

„ჩვენებებისამებრ, პაციენტებს უტარდებათ კორონაროგრაფია და სტენტირება. ფუნქციონირებს სტაციონარული განყოფილება, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ნორმებს დეპარტამენტში განვითარებულია რითმოლოგიური მიმართულება, რომელიც გულისხმობს სპეციალური მოწყობილობების (ელექტროკარდიოსტიმულატორების,დეფიბრილატორების, ე.წ. რესინქრონიზატორები) იმპლანტაციას პაციენტებისთვის რიტმისა და გამტარებლობის დარღვევებით და გულის ქრონიკული უკმარისობის მძიმე ფორმებით. კარდიოლოგიური სამსახური აწარმეობს სრული სპექტრის ელექტროკარდიოგრაფიული (ელექტროკარდიოგრაფია,ელექტროკარდიოგრამის 24 საათინი ამბულატორული მონიტორინგი, ფიზიკური დატვირთვის სინჯი), და ექოკარდიოგრაფიული (გულ-მკერდიდან, საყლაპავიდან, სტრესექოკარდიოგრაფია), საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება არტერიული წნევის 24 საათიანი ამბულატორული მონიტორინგი. დეპარტამენტში მუშაობენ მაღალკვალიფიციური ექიმი–კარდიოლოგები, რომლებიც არიან საქართველოს, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრები და ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების საპატიო წევრები.

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი გთავაზობთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის უფასო სკრინინგულ კვლევებს. დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს და დაგვიკავშირდით.

http://angio.ge/

https://www.facebook.com/Angiology/ “, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა