არჩილ თალაკვაძე - ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა გუნდმა გავიგეთ საზოგადოების მოთხოვნა, რომ პროპორციული არჩევნების თარიღი შეცვლილიყო

ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა გუნდმა გავიგეთ და გავითვალისწინეთ საზოგადოების მოთხოვნა, განსაკუთრებით, ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი და მონდომება, რომ პროპორციული არჩევნების ჩატარების თარიღი შეცვლილიყო, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

თალაკვაძის შეფასებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არის საზოგადოების მიმართ “ქართული ოცნების“ ანგარიშვალდებულებისა და დაპირების შესრულება.

“ჩვენ პროპორციული არჩევნების ჩატარების თარიღს ვცვლით. არჩევნები 2020 წელს პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. ეს დემოკრატიული გადაწყვეტილებაა - თვისობრივად ხსნის პოლიტიკურ სისტემას მონაწილეობისთვის, თითოეულ პოლიტიკურ ძალას და პარტიას, რომელსაც აქვს რეალური მხარდაჭერა, რომელიც არწმუნებს საზოგადოებას და ამომრჩევლებს თავისი პროგრამის უპირატესობაში, თავისი ლიდერების უპირატესობაში და თავისი გეგმების კონკურენტუნარიანობაში, აქვს შესაძლებლობა, რომ წარმომადგენლობა მოიპოვოს მომავალ პარლამენტში. ეს პროცესები, რეალურად, ცვლის თვისობრივად საქართველოში პოლიტიკურ სისტემას. “ქართული ოცნება“ არის მოწოდებული, რომ პოლიტიკა საქართველოში გახდეს კიდევ უფრო საქმიანი, მშვიდი, დაბალანსებული და ევროპული. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი ამ რეფორმას და ამ დემოკრატიულ ცვლილებებს წარმატებით განახორციელებს“, - განაცხადა სააქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღეს თალაკვაძემ პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების საყოველთაო განხილვის საორგანიზაციო კომისიების ფორმირების თაობაზე დადგენილების პროქტები წარუდგინა. საორგანიზაციო კომისიებს სწორედ თალაკვაძე უხელძღვანელებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა