ირაკლი კობახიძე - ირაკლი ღარიბაშვილი ძლიერი თავდაცვის მინისტრი იქნება, კარგი გამოცდილება აქვს

ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან ძლიერი თავდაცვის მინისტრი იქნება, - ასე აფასებს ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, ეს არის სწორი გადაწყვეტილება.

„ის იქნება ძალიან ძლიერი თავდაცვის მინისტრი, კარგი გამოცდილება აქვს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საუკეთესო კანდიდატურაა ამ პოზიციაზე“, - აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ მნიშვნელოვნად შეაფასა ლევან იზორიას უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ წარდგენა და მას წარმატებები უსურვა.

„ეს იყო კომპლექსურად მიღებული გადაწყვეტილება. იზორია დაიკავებს მნიშვნელოვან თანამდებობას მისი წარმატებული საქმიანობიდან გამომდინარე",- აღნიშნა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა