ირაკლი კობახიძე - ჩემი თხოვნა იქნებოდა, აქტუალიზაციას ნუ გავუკეთებთ რუსეთის დუმის დეპუტატის განცხადებებს, რომელიც ძალიან ცუდად დაგვამახსოვრდა

ჩემი თხოვნა იქნებოდა, დიდად აქტუალიზაციას ნუ გავუკეთებთ რუსეთის დუმის ერთ-ერთი დეპუტატის განცხადებებს, რომელიც ჩვენ ძალიან ცუდად დაგვამახსოვრდა, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გავრილოვის ამოცანაა „გარკვეული ელემენტები შემოიტანოს ჩვენს პოლიტიკურ პროცესში“.

„ეს არის იმ ქვეყნის ინტერესებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი მიიჩნევს, რომ საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრს ეყოფა სიმამაცე რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს.

დეპუტატმა საქართველოში პრემიერ-მინისტრის ცვლილება შეაფასა და აღნიშნა ისიც, რომ ივნისის დარბევისას გიორგი გახარია ხისტი პოზიციით იყო გამორჩეული.

„საქართველოს პრეზიდენტისგან დამოუკიდებელ, საქართველოს მთავრობის მომავალ მეთაურს, ეყოფა სიმამაცე რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს, თანამშრომლობის აღდგენის მიზნით“, - აღნიშნა გავრილოვმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა