გრიგოლ ვაშაძე - გახარიას წარდგენა პრემიერის პოსტზე ჩვენი საზოგადოებისთვის შეფურთხებაა - გაერთიანებული ოპოზიციის ყველა მხარდამჭერი დღეს შევიკრიბოთ პარლამენტთან

გაერთიანებული ოპოზიციის ყველა წევრი და მხარდამჭერი დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან! ხმამაღლა ვთქვათ ჩვენი სათქმელი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის შესასვლელთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არ დაიკავოს.

„ამის მოთმენა აღარ შეიძლება! გახარიას წარდგენა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ეს არის შეფურთხება ჩვენი საზოგადოებისთვის, მთელი ოპოზიციური სპექტისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც 20 ივნისს ქვეყნის ინტერესებს იცავდა. ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გახარიას დამტკიცება არ მოხდეს. ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოვითხოვთ, შეცვალეთ ეს კანდიდატურა და ნუ გაამწვავებთ დაპირისპირებას.

გაერთიანებული ოპოზიციის ყველა წევრი და მხარდამჭერი დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან. ხმამაღლა ვთქვათ ჩვენი სათქმელი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღარ მოვითმენთ ასეთ დამცირებას და შეურაცხყოფას იმ ჯგუფისგან, რომელიც თავის თავს ხელისუფლებას ეძახის,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძე მინისტრთა კაბინეტში იმ ცვლილებებსაც გამოეხმაურა, რომელიც დღეს გახდა ცნობილი. გრიგოლ ვაშაძის თქმით, არც ერთ მათგანს არანაირი მიღწევა არ აქვს და „აგური აგურზე არ დაუდია“.

„შეხედეთ წარმოდგენილ კანდიდატურებს. ამ ხალხთან ასოცირებული ერთადერთი წარმატება ეს არის არჩევნების გაყალბება. სხვა მიღწევა არც გახარიას, არც ღარიბაშვილს და არც გადამდგარ ბახტაძეს არ აქვთ, აგური აგურზე არ დაუდიათ. ზუსტად ამიტომ გვთავაზობენ მთავრობის ამ შემადგენლობას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში შესვლა უკვე სირცხვილია. ერთი და იმავე „კარუსელის“ ტრიალში არიან. ერთი სავარძლიდან მეორეში გადასხდებიან,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო