ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურის დასახელებას მიესალმება

ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურის დასახელებას მიესალმება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობეს.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ მამუკა ბახტაძეს ფინანსთა მინისტრობის და პრემიერად მუშაობის დროს გაწეული ღვაწლისთვის, მან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა დაიწყო. ასევე წარმატება მინდა ვუსურვო ბატონ გიორგი გახარიას, ადამიანს, რომელიც არის დაჯილდოებული ბევრი დადებითი თვისებით. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ბატონ გიორგის, თავისი მოღვაწეობის ყველა ეტაპზე შეხება ჰქონდა ფოთთან. (მალთაყვის საკურორტო ზონის განაშენიანების გეგმა, ჰიდრონაგებობა) ჩართული იყო თითქმის ყველა მნიშვნელოვან პროექტში და ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა ჩვენი ქალაქისთვის. ახლა ძალიან დიდი ტვირთი ადევს და დარწმუნებული ვარ თავისი ჩვეული თვისებებით ქვეყანას დიდ წარმატებას მოუტანს“, - აცხადებს ირაკლი კაკულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა