გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამა გამოქვეყნდა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამა პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სამთავრობო პროგრამაში ნათქვამია რომ 2019-2020 წლების საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმა ძირითადად ორიენტირებული იქნება აღნიშნულ პერიოდში სწრაფი და თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე. დოკუმენტში ნათქვამია რომ მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება შემდეგ 4 საკვანძო მიმართულებაზე: უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკის განვითარება; განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და ასევე სახელმწიფო მმართველობა.

პარლამენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას კენჭს მიმდინარე კვირას უყრის.

იხილეთ სამთავრობო პროგრამა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო