სამგორის რაიონის გამგებლად კახა სამხარაძე ინიშნება

სამგორის რაიონის გამგებლად კახა სამხარაძე ინიშნება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ახალი გამგებელი სამგორელების უფლებებს მაქსიმალურად დაიცავს.

„რამდენიმე თვე სამგორის რაიონი გამგებლის გარეშე იყო. მინდა წარმოგიდგინოთ კახა სამხარაძის კანდიდატურა. ის იყო სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი ჯერ შიდა ქართლში, შემდეგ სამცხე-ჯავახეთში. მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობის. ის არის მეურნე ადამიანი და დარწმუნებული ვარ, იმ პროექტებს, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი სამგორის რაიონში, ჩვენთან ერთად ძალიან მაღალ დონეზე შეასრულებს და მაქსიმალურად დაიცავს სამგორელების ინტერესს ",-განცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, სამხარაძის კანდიდატურა დასამტკიცებლად საკრებულოში გადაიგზავნება.

„ბევრია პრობლემა, ბევრია გასაკეთებელი და ძალიან ბევრი შრომა და მუშაობა მოგვიწევს. ვიცი, არ გეზარებათ არც შრომა, არც ღამეების თენება და ჩაერთვებით იმ ყოველდღიურ რუტინაში, რასაც ჩვენი თითოეული თანამშრომელი აკეთებს",- მიმართა კალაძემ სამხარაძეს.

ცნობისთვის, სამგორის რაიონის გამგებელმა კახაბერ გულედანმა თანამდებობა რამდენიმე თვის წინ საკუთარი სურვილით დატოვა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა