გია ვოლსკი - აშშ-ს ელჩი, რომელიც  საქართველოში ინიშნება, საკმაოდ დიდი გამოცდილებისაა, ის დიპლომატიურ სამსახურშია 25 წელია

საერთაშორისო სფეროებში და ორმხრივ ურთიერთობებში გამოცდილი ადამიანი ჩვენთვის არის ინდიკატორიც და გარკვეული მესიჯიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობებს,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აშშ-ის მიერ საქართველოში ელჩის კანდიდატურის წარდგენას.

მისივე შეფასებით, არა მარტო საქართველოში, რამდენიმე ქვეყანაში საკმაოდ დიდი პაუზა იყო ელჩების დანიშვნის, რაც ალბათ ადმინისტრაციის ცვლილების გამოძახილია.

„ელჩი, რომელიც ინიშნება საქართველოში, არის საკმაოდ დიდი გამოცდილების დიპლომატიურ სამსახურში 25 წელია, მითუმეტეს, საერთაშორისო სფეროებში და ორმხრივ ურთიერთობებში გამოცდილი ადამიანი ჩვენთვის არის ინდიკატორიც და გარკვეული მესიჯიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობებს”,- განაცადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კელი დენიანის კანდიდატურა წარადგინა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს