თბილისი მსოფლიოს ქალაქების ტურიზმის ასოციაციის წევრი გახდა

თბილისი მსოფლიოს ქალაქების ტურიზმის ასოციაციის წევრი გახდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან ტურიზმის ასოციაციის წევრობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ერთი ძალიან კარგი სიახლე, რომელიც ვფიქრობ, ქალაქისთვის საინტერესო იქნება, ეს არის ის, რომ ჰელსინკში გაიმართა სამიტი სახელწოდებით „გონიერი ტურიზმი - ქალაქების განვითარებისა და ინოვაციების გზა“, რომელზეც თბილისი მსოფლიოს ქალაქების ტურიზმის ასოციაციის წევრი გახდა. რა სარგებელს გვაძლევს ასოციაციის წევრობა: ესაა მის წევრ ქალაქებს შორის ტურიზმის სფეროში აქტიური თანამშრომლობა, სხვადასხვა ინდუსტრიულ ასოციაციებთან ახალი კავშირების დამყარება, თემატური და ბიზნეს შეხვედრები, ტურისტული პროდუქტებისა და ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობა და ა.შ.

ყველამ კარგად ვიცით, ტურიზმის განვითარება ჩვენი ქვეყნისა და ქალაქისთვის რამდენად მნიშვნელოვანია. ბოლო წლების განმავლობაში თვალშისაცემია, თუ როგორ იზრდება სასტუმროების, ჰოსტელების, კაფე-ბარების რაოდენობა, ასევე იხსნება სპეციალური სააგენტობი, რომელიც მომსახურებას უწევს ტურისტებს, აჩვენებს ჩვენი ქვეყნისა და დედაქალაქის ღირსშესანიშნავ ადგილებს. ძალიან გვიხარია, რომ ასოციაციის წევრი გავხდით“, - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მსოფლიომ გაიცნოს საქართველო და თბილისი, რომლითაც ქართველები ძალიან ამაყობენ.

„გვაქვს ბევრი უბანი, შენობა-ნაგებობები, ვამაყობთ ჩვენი კულტურით და ტრადიციებით, გვაქვს უგემრიელესი სამზარეულო, ძალიან მაგარი ღვინო და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი - ვართ ძალიან მაგარი ხალხი, სტუმართმოყვარე ერი. ნებისმიერი ადამიანი, ვინც უცხო ქვეყნიდან ჩამოდის და სტუმრობს თბილისს, შემდეგ აუცილებლად ბრუნდება მეგობრებითა და ოჯახებით და რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ერის ძალიან მაგარი თვისებაა. რა თქმა უნდა, ტურიზმის მიმართულებას სჭირდება ხელშეწყობა და თანადგომა. ხოლო ის დამოკიდებულება, რომ ჩვენ არ გვინდა რუსი ტურისტები და რუსეთიდან ნუ ჩამოვლენ, კატეგორიულად მიუღებელია. საბედნიეროდ, არის გარკვეული პატარა პოლიტიკური ჯგუფი, ვინც ამაზე საუბრობს. პირიქით, მზად ვართ, ყველა ქვეყნიდან მივიღოთ ტურისტები და მათი უსაფრთხოება როგორც ქალაქში, ისე ქვეყანაში მაქსიმალურად დაცული იქნება. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა“, - აღნიშნა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს