საგარეო უწყება ეკონომიკურ ატაშეებს 3 ქვეყანაში - ჩინეთში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში წარგზავნის

საგარეო საქმეთა სამინისტრო ეკონომიკურ ატაშეებს პირველ ეტაპზე სამ ქვეყანაში - ჩინეთში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში წარგზავნის. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, უკვე ჩატარდა კონკურსი ატაშეების შესარჩევად და იდენტიფიცირებულია 7 ადამიანი, რომელთაც შესაბამისი ტრენინგები უტარდებათ.

„ყველა გასაუბრებას დავესწარი, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ეს და ვფიქრობ, გასაძლიერებელია ეს მიმართულება. საკმაოდ კარგი, კვალიფიციური წარმომადგენლები იქნენ შერჩეულები. 7 ადამიანი გვყავს იდენტიფიცირებული, რომლებმაც კონკურსი წარმატებით გაიარეს. მათ აუციელბლად უნდა ჩაუტარდეთ ტრენინგი „ლევან მიქელაძის სახელობის სასწავლო და კვლევით ცენტრში“. მათთვის სპეციალური პროგრამაც გვაქვს შემუშავებული, რადგანაც ეს ადამიანები არ არიან დიპლომატები, რომლებსაც ადრე დიპლომატიურ სამსახურში ჰქონდათ გამოცდილება. ვინაიდან ისინი იმუშავებენ დიპლომატიური მისიის ქოლგის ქვეშ, აუცილებელია ეს უნარებიც ჰქონდეთ განვითარებული. პირველ ეტაპზე სამი ქვეყანაა განსაზღვრული, სადაც გაიგზავნებიან. ჯერჯერობით გვსურს, რომ იყოს ჩინეთში, აშშ-ში და ბრიტანეთში. ასევე გვინდა გერმანიაში იყოს, ბრიუსელში და ა.შ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ასევე ბიუჯეტზეც და ჩვენ მომავალი წლის ბიუჯეტში, თუ თქვენი მხარდაჭერა იქნება, პრიორიტეტებში ავსახავთ ამას“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა