მალხაზ მაჩალიკაშვილი - ჩემს საქმესთან დაკავშირებით წინსვლა არ არის, ცდილობენ დამასუსტონ, გამანადგურონ, გამაჩუმონ

ჩემს საქმესთან დაკავშირებით, წინსვლა არ არის. ცდილობენ დამასუსტონ, გამანადგურონ, საერთოდ გამაჩუმონ, - ამის შესახებ „ინტეპრესნიუსს“ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა.

მაჩალიკაშვილის თქმით, მისი მიზანია, რომ 100 ათასი ხელმოწერა შეაგროვოს, რათა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

„საქმესთან დაკავშირებით წინსვლა არ არის. ამათ არ სცალიათ თავიანთი ჩადენილი დანაშაულებისთვის. მმართველ პარტიაში ისეთი არეულობაა, ამის დალაგება არ შეუძლიათ და ჩემს საქმეს როგორ მიხედავენ?! ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ დანაშაულის გამო ყველა ადამიანი დაისაჯოს, ისინი ცდილობენ გამანადგურონ,საერთოდ გამაჩუმონ. სექტემბრის ბოლოს მაქვს გეგმა, რასაც წამოვიწყებ, მაგრამ პირველ რიგში, ჩემი მიზანია, რომ 100 ათასი ხელმოწერა მოვაგროვო და ვაიძულო დღევანდელი ხელისუფლება, რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია. ეს საქმე ამ ხელისუფლებას დაანგრევს“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

კითხვაზე, როგორ შეაფასებთ, ვახტანგ გომელაურის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნას, მაჩალიკაშივილის თქმით, ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მისთვის ამ ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა ერთია.

,,ჩემთვის ყველა ერთია - გახარია იქნება, გომელაური თუ სხვა. რასაც ივანიშვილი იტყვის იმას გააკეთებენ. სიმართლე გითხრათ, ამ ადამიანებს არც ვადანაშაულებ, რადგან ვიცი, ვის ემსახურებიან და ვისი ხელქვეითები არიან“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა