“ალდაგი” ორგანიზაციებს შრომის უსაფრთხოების ახალი სტანდარტის დანერგვაში დაეხმარება

12 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ში, სადაზღვევო კომპანია “ალდაგი” კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება და შრომის უსაფრთხოების ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით კონსულტაციას გაუწევს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ალდაგიდან“ აცნობეს. შეხვედრაზე დასასწრებად ორგანიზაციებმა ონლაინ რეგისტრაციის ფორმა უნდა შეავსონ.

„ალდაგის“ მიზანია, დაეხმაროს ორგანიზაციებს, შესაბამისობაში მოვიდნენ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ახალ კანონმდებლობასთან. ამისათვის, კომპანიამ საკონსულტაციო კომპანია “უსაფრთხო გარემოსთან” (www.seg.ge) პარტნიორობა დაიწყო და კლიენტ ორგანიზაციებს 1 ნოემბრამდე შრომის უსაფრთხოების შესახებ უფასო ექსპერტულ კონსულტაციასა და სრულ მომსახურებაზე 20%-იან ფასდაკლებას შესთავაზებს.

„უსაფრთხო გარემოს“ სპეციალისტები „ალდაგის“ კლიენტ კომპანიებს დაეხმარებიან, შეაფასონ კომპანიის შრომის უსაფრთხოების რისკები, მოამზადონ სამოქმედო გეგმა, გადაამზადონ თანამშრომლები და განახორციელონ ის ცვლილებები, რომლებიც საჭიროა უსაფრთხოების ნორმების სრულფასოვნად დასაკმაყოფილებლად. შეთავაზება ეხება „ალდაგის“ ყველა პარტნიორ კომპანიას, რომელიც ამჟამად „ალდაგის“ ნებისმიერი კორპორატიული სადაზღვევო პროდუქტით სარგებლობს. ასევე იმ კომპანიებსაც, რომლებიც მომავალში დაეზღვევიან ალდაგში.

„უსაფრთხო გარემო“ (Safe Environment) არის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2018 წელს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ დაარსდა. ის ეხმარება ორგანიზაციებს, სწორად და ეფექტურად დანერგონ კანონით გათვალისწინებული უსაფრთხოების სტანდარტები.

„კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ“ 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და ის ყველა სახის შრომით საქმიანობას შეეხო. კანონი სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს განსაზღვრავს, ასევე აღსრულებისა და ინსპექტირების სისტემას აყალიბებს. კონკრეტული სამოქმედო გეგმა კი, ინდუსტრიის სპეციფიკურ რისკებზე დაყრდნობით, კომპანიებმა შრომის უსაფრთხოების ექსპერტების დახმარებით უნდა შეადგინონ და შემდეგ მუდმივად აწარმოონ მონიტორინგი. სწორედ ამ მომსახურებას უზრუნველყოფს „უსაფრთხო გარემო“.

რეფორმა საშუალებას აძლევს კომპანიებს, შექმნან უსაფრთხო სამუშაო გარემო, აკონტროლონ სამუშაოებთან დაკავშირებული რისკები და იყვნენ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. კანონთან შესაბამისობას ამოწმებს ზედამხედველი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეამოწმოს ინსპექციას დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე. „ალდაგის“ მიერ შეთავაზებული მომსახურება კომპანიებს ამ ცვლილებების სწორად და უმტკივნეულოდ დანერგვაში დაეხმარება. შეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ იმ ორგანიზაციებსაც, რომლებიც „ალდაგის“ კლიენტები არ არიან. მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიმართულებით „ალდაგი“ მუშაობას აგრძელებს და მომდევნო ინიციატივებს საზოგადოებას მომავალში გააცნობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს