თამარ ხულორდავა - დეოკუპაციის მიღწევისთვის ერთადერთი ბერკეტი, რომელიც ჩვენს ხელთ არის, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობებია

დეოკუპაციის მიღწევისთვის ერთადერთი ბერკეტი და ერთადერთი რეალური ხელშესახები მექანიზმი, რომელიც ჩვენს ხელთ არის, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობებია, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება.

„ოკუპაცია არის მიმდინარე პრობლემა, რომელიც არის ალბათ ყველაზე მწვავე და ყველაზე უფრო რთული მთავრობისთვის. ეს არ არის პრობლემა, რომლის გადაჭრა შეიძლება სამწლიანი, ხუთწლიანი და უფრო გრძელვადიანი გეგმით იმიტომ, რომ მხოლოდ ჩვენზე ეს საკითხი დამოკიდებული არ არის. ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ყველასთვის ცნობილია. მიუხედავად ათასი სპეკულაციისა, არავინ გაურბის იმის თქმას, ვინ არის ოკუპანტი, ეს ყველამ კარგად იცის და ამაზე ჩაჯინებაზე მახსენდება საბავშვო ბაღი. ჩვენი მიდგომა არის ასეთი, რომ უმთავრესია უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მშვიდობის დაცვა და ის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს არც საოკუპაციო ხაზის იმ ნაწილში, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლებმა აკონტროლებს და არც იმ ნაწილში, რომელიც დღეს რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, არ შეექმნას საფრთხე.

როცა გვაქვს კონკრეტული გამწვავებები და სამწუხაროდ, ასეთები არსებობს, მაქსიმალურად ვცდილობთ ეს გამწვავებები ავირიდოთ თავიდან. აქაც ჩვენი ნაბიჯები არის მიზანმიმართული, ეფექტური, დროული. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყოველთვის არიან ინფორმირებულები და გვაქვს მათგან მყისიერი რეაქცია. ეს არის ერთადერთი შემაკავებელი, რითაც შეგვიძლია თავი დავიცვათ იმ ქმედებებისგან, რომელსაც რუსეთი ახორციელებს“, - განაცხადა ხულორდავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა