ჰონგ კონგის ხელმძღვანელმა ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტი, რომელსაც საპროტესტო გამოსვლები მოყვა, უკან გაიწვია

ჰონგ კონგის ლიდერმა კერი ლემმა დღეს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტს უკან გაიწვევს, რომელმაც ჩინეთის ამ ავტონომიურ ტერიტორიაზე მილიონიანი საპროტესტო გამოსვლები და პოლიციასთან შეტაკებები გამოიწვია. საპროტესტო აქციები სამი თვის განმავლობაში ფაქტობრივად უწყვეტად გრძელდებოდა.

კერი ლემმა ეს განცხადება ჰონკონგის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებსა და ასევე ჰონკონგში არჩეულ ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის დელეგატებთან შეხვედრისას გააკეთა.

ორი დღის წინ კერი ლემის ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც ის ამბობს, რომ ამ კანონპროექტით მიუტევებელი ქაოსი შექმნა და არჩევანი რომ ჰქონდეს, ბოდიშის მოხდით გადადგებოდა. მოგვინებით მან განაცხადა, რომ გადადგომის განცხადებით არავისთვის მიუმართავს, თუმცა ჩანაწერის ნამდვილობა არ უარყო.

ამ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო