ლევან ბერძენიშვილი - კაცს, რომელმაც ბავშვებს თვალები დათხარა აწინაურებენ - კალაძე თავს იტყუებს, ფეხბურთშიც უწევდა თავის მოტყუება, ზოგჯერ საკუთარ კარში გოლსაც გაიტანდა

კახა კალაძე თავს იტყუებს. ალბათ, ფეხბურთშიც უწევდა ხოლმე თავის მოტყუება, ყოველთვის კარგად ხომ ვერ ითამაშებდა, ზოგჯერ გოლსაც გაიტანდა საკუთარ კარში და ალბათ, მაშინაც თავს იტყუებდა, რომ ასეა საჭირო, არავის დაუნახავსო, - ასე აფასებს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი კახა კალაძის განცხადებას, რომ გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენას დიდი აღფრთოვანება მოჰყვა.

ლევან ბერძენიშვილის თქმით, ის და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ალბათ, სხვადასხვა საზოგადოებაში ცხოვრობენ, რადგან იმ საზოგადოებაში, რომელსაც პირადად იცნობს, გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე წარდგენას აღფრთოვნება არ მოჰყოლია.

„გახარია არის ადამიანი, რომელსაც საქართველოში კი არა, საეროდ ცხოვრებაში ერთი კარგი საქმე არ აქვს გაკეთებული და როცა ლაპარაკია იმაზე, რომ ის თითქოს ძალიან ძლიერი ფიგურაა, სად ჩანს, მისი პოლიტიკური სიძლიერე?! პოლიტიკური სიძლიერეა მეტოქეებთან კამათი, ამ კამათში გამარჯვება. სადმე გინახავთ გახარია დებატებში?! გახარია არავინ არ არის, ამიტომ თავს ნუ ინუგეშებენ, რომ ის ძლიერი ფიგურაა და ახლა ის გადარჩენს ივანიშვილის წამხდარ საქმეს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც ამბობენ, რომ გახარიას პრემიერად წარდგენამ დიდი აღელვება არ გამოიწვია, აღიარებენ მხოლოდ იმას, რომ ახალგაზრდებში გამოწვია აღლევება, თუმცა ახალგაზრდები არ მიაჩნიათ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილად.

„ეს იმას ნიშნავს, რომ კახა კალაძე თავს იტყუებს. ალბათ, ფეხბურთშიც უწევდა ხოლმე თავის მოტყუება, ყოველთვის კარგად ხომ ვერ ითამაშებდა, ზოგჯერ გოლსაც გაიტანდა საკუთარ კარში და ალბათ, მაშინაც თავს იტყუებდა რომ ასეა საჭირო, არავის დაუნახავსო. ხელისუფლებამ ვერ დაინახა აქციები, ვერ დაითვალეს ხალხი, თქვეს, რომ 20-25 კაცი დგას, ეგ არაა საზოგადოებაო. კაცს, რომელმაც ბავშვებს თვალები დათხარა აწინაურებენ, რადგან ივანიშვილმა გადაწყვიტა ხელისუფლებაში დასარჩენად საჭიროა თანამდებობაზე დანიშნოს ოთხი პოლიციელი და დანიშნა. მიკვირს, განათლების მინისტრად ჯერჯერობით როგორ არ არის პოლიციელი დანიშნული, მაგრამ ალბათ, ამასაც გამოასწორებენ. ეს წარდგენა არის სირცხვილი საქართველოს პარლამენტის, სადაც იმუქრებიან, რომ უმრავლესობა ერთხმად დავუჭერთ მხარსო, ერთხმად წავლენ პოლიტიკურ საფლავში, ერთად დაიმარხავენ თავს. ეს ყველაფერი, კონფრონტაციის ეს გზა ნანახი გვაქვს, არამხოლდო საქართველოში, არამედ ბევრ ქვეყანაში“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩამოსული იყო ევროპული დელეგაცია, რომელმაც ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ერთმანეთისთვის მოესმინათ, თუმცა „ბიძინა ივანიშვილი არ უსმენს არც ევროპას, არ ამერიკას და საკუთარ ხალხს“.

„რაც შეეხება კახა კალაძეს, მოდი ვიკითხოთ, რამდენად გულწრფელია კალაძე და რამდენად აღფრთოვანებულია ამ დანიშვნებით?! გულში ჩაიხედოს მან და თუკი ვინმემ რამე იცის, ყველამ შესანიშნავად ვიცით, რა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე. რაც არ მოსწონს იმაზე ამბობს, რომ მომწონსო, ღმერთმა ხელი მოუმართოს. კახა კალაძის მსგავსი შემთხვევითი ფიგურები პოლიტიკაში ყოფილან. ამათ ჰგონიათ, რადგან ახლა ხელისუფლებაში არიან, მიიჩნევენ, რომ ჩერჩილები და კეისრები არიან. სინამდვილეში ჩვენს წინაშე არიან ჩიტირეკია, გაუნათლებელი და ძალიან სუსტი ფიგურები, რომლებიც გააოგნა თვით გახარიას სიძლიერემ“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, საზოგადოება გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დასახელებით კმაყოფილია.

„გუშინ ვნახეთ რამდენად დიდი აღფრთოვანება მოჰყვა გახარიას კანდიდატურის წარდგენას“, - განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა