მიხეილ ბატიაშვილი - შემოდგომიდან სკოლის რეფორმის მეორე ეტაპი დაიწყება

სკოლის მიმართულებით რეფორმის პირველი ეტაპი ფაქტობრივად დავასრულეთ. შემოდგომიდან სკოლის რეფორმის მეორე ეტაპი დაიწყება, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა მიხეილ ბატიაშვილმა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, შემოდგომიდან სიახლეები პროფესიული განათლების მიმართულებითაც იქნება.

„სკოლის მიმართულებით რეფორმის პირველი ეტაპი ფაქტობრივად დავასრულეთ. შემოდგომიდან სკოლის რეფორმის მეორე ეტაპი დაიწყება. პროფესიული განათლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. შემოდგომაზე ამ მიმართულებითაც გვექნება ძალიან ბევრი სიახლე. ჩვენი მიზანი სამ ძირითად კომპონენტზე დგას, პირველი, ეს არის ხელმისაწვდომობა. 27 მუნიციპალიტეტში არის წარმოდგენილი ჩვენი პროფესიული სასწავლებლები, ჩვენ წელს ვამატებთ რვას, თუმცა, ეს საკმარისი არ არის, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს კიდევ, რომ ყველა მუნიციპალიტეტი იყოს მოცული. მეორე, ეს არის ეკონომიკიასთან ბმა და მითუმეტეს, როცა რეგიონებზეა საუბარი, ჩვენი ახალი პროფესიული სასწავლებლები, რაც იხსნება, ყველა პირდაპირ ბმაშია, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს შემუშავებული ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ის პროფესიული მახასიათებლები და რაოდენობრივი მაჩვენებლები, რომელიც მისაღწევია კვალიფიციკური კადრებით. მესამე, ეს არის კერძო სექტორთან თანამშრომლობა. აქაც რამდენიმე ერთობლივი პროექტი ხორციელდება. კერძო სექტორმა ყველაზე კარგად იცის რეალურად, როგორც სამუშაო ძალებზე მოთხოვნა, ასევე, რა სჭირდება სტუდენტებს, თუმცა, ამაში მთელი აკადემიური ნაწილის ჩართულობით“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს