სოფო კილაძე - უამრავი მშობელი და ბავშვი ვერ იგებს, რა წერია სკოლის სახელძღვანელოებში

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, უამრავ მშობელსა და ბავშვს სკოლის სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული პრობლემა აწუხებთ, რადგან ვერ იგებენ, რა წერია ამ სახელძღვანელოებში.

აღნიშნული საკითხი კილაძემ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დასვა, სადაც მიხეილ ბატიაშვილს უსმენენ.

“მე ვახმოვანებ ძალიან ბევრი ადამიანის კითხვას სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით, რაც წლების განმავლობაში პრობლემა იყო და უამრავ მშობელსა და ბავშვს აწუხებს. ჩემთან როგორც მაჟორიტარ დეპუტატთან და კომიტეტის თავმჯდომარესთან ბევრი ადამიანი მოდის... ფაქტობრივად ვერ გებულობენ, რა წერია ამ სახელმძღვანელოებში. ჩვენ თუ ხარისხიანი განათლება გვინდა, ბუნებრივია, პედაგოგებთან ერთად ხარისხიანი სახელმძღვანელოები უნდა გვქონდეს. რას გეგმავთ ამ კუთხით და როდის იქნება ამ მიმართულებით ხელშესახები შედეგი, როცა ჩვენი ბავშვები გაიგენებ, რა წერია სახელმძღვანელოებში და ეს სახელმძღვანელო მათ კრიტიკულ აზროვნებას განუვითარებს“, - მიმართა მიხეილ ბატიაშვილს სოფო კილაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო