მიხეილ ბატიაშვილი - ერთ წელიწადში მივაღწიეთ იმას, რომ ინტეგრირებული ვართ ერთიან ევროპულ სამეცნიერო სივრცეში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში მეცნიერების განვითარების საკვანძო საკითხებზე და ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

„სექტემბერში საქართველო ევროპის სამეცნიერო სივრცეში - EURAXESS-ში გაწევრიანდება. საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორის ორგანიზაცია EURAXESS-ში მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპის სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ, რის შედეგადაც ქართული მეცნიერებისთვის ახალი შესაძლებლობები იხსნება. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ ქართველ მეცნიერსა და ინსტიტუციას პირდაპირი წვდომა ექნება 15 000-ზე მეტ ორგანიზაციასთან და შესაძლებლობა მიეცემათ ევროპულ სივრცეში არსებული მრავალმხრივი შესაძლებლობებით ისარგებლონ. საქართველომ ყველა ის პირობა და სტანდარტი დააკმაყოფილა, რასაც EURAXESS-ის წევრობა მოითხოვდა. დღეს შეგვიძლია ამაყად განვაცხადოთ, რომ ქართველი მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი დაიწყო. EURAXESS-ის კვლევით პროექტებში ყოველწლიურად რამდენიმე მილიარდი იხარჯება. ეს ყველაფერი კი უკვე გახსნილი იქნება ქართველი მეცნიერებისთვის და ინსტიტუციებისთვის“ , - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო