საქართველო CERN-თან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის

საქართველო მსოფლიოში ცნობილი „ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრთან“ (CERN) თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შოთა რუსთაველის ფონდიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და ფონდის წარმომადგენლებმა 2-4 სექტემბერს ჟენევაში „ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში“ (CERN - Conseil Européenne pour la Recherche Nucléaire) ოფიციალური შეხვედრები გამართეს. ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია ცერნის უმაღლესი მენეჯმენტის წარმომადგენლებს პროფესორ ემანუელ ცესმელისს, პროფესორ მარტინ შტაინახელს, პროფესორ კრისტიან შეფერს და პროფესორ როსარიო პრინციპეს შეხვდა.

ასევე, საქმიანი შეხვედრები გაიმართა ცერნის უდიდესი პროექტების “CMS” პროექტის დირექტორ, პროფესორ ტიციანო კამპორეზისთან და “ATLAS”-ის ტექნიკურ დირექტორთან ლუდოვიკო პონტეკორვოსთან. შეხვედრებს დაესწრნენ ცერნის კოლაბორაციაში მონაწილე ქართველი მეცნიერები - CMS-ის ქართული ჯგუფის ლიდერი, პროფესორი ზვიად წამალაიძე და ATLAS-ის ქართული ჯგუფის ლიდერი, პროფესორი ირაკლი მინაშვილი.

„ცერნთან საქართველოს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განიხილეს. კერძოდ, ცერნსა და რუსთაველის ფონდს შორის გაფორმდება შეთანხმება, რომლითაც ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებს ინჟინერიისა და გამოყენებითი ფიზიკის მიმართულებით შეეძლებათ სამეცნიერო კვლევები განახორციელონ ცერნის მსოფლიოს უდიდეს კვლევით ცენტრებსა და ლაბორატორიებში. ასევე, განიხილეს ცერნის მსოფლიოში ყველაზე დიდი, ახალი ამაჩქარებლის მშენებლობაში საქართველოს მონაწილეობის შესაძლებლობები.

ცერნის ხელმძღვანელობამ უმაღლესი შეფასება მისცა ქართველ მეცნიერთა მონაწილეობას ცერნის უდიდეს პროექტებში და აღნიშნა, რომ ქართველ მეცნიერებს უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო შედეგები აქვთ 42 ქვეყნის მონაწილეობით შექმნილ კოლაბორაციულ პროექტებში,“ -ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა