დიმიტრი გვრიტიშვილი - ანა დოლიძე არ იმსახურებს იუსტიციის საბჭოს წევრის მაღალი სტატუსი  ჰქონდეს

მე და ჩემს კოლეგებს, მოსამართლე წევრებს ვგულისხმობ, არაერთგზის გაგვიკეთებია განცხადება, რომ ანა დოლიძე არაჯეროვნად ასრულებს საკუთარ სამსახურეობრივ უფლება-მოვალეობებს, რის გამოც იგი არ იმსახურებს ჰქონდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მაღალი სტატუსი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რამდენად მისაღებია, რომ ანა დოლიძე არ ესწრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კენჭისყრის პროცედურას შვებულებაში ყოფნის მიზეზით.

გვრიტიშვილის თქმით, ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ ანა დოლიძემ არაერთი მნიშვნელოვანი პროცედურა გამოტოვა.

„ყოფილა სხვა შემთხვევა, როდესაც კონკურსის შედეგად, არც გასაუბრებაში მიუღია მონაწილეობა, არც კენჭისყრაში, არც მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონიალში და დღესაც ფაქტობრივად, იგივე მეორდება. მან არ ისურვა შვებულების შეწყვეტა, არ მოცდა დასვენებას“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს