ეკატერინე ტიკარაძე - იგეგმება ექიმებისთვის ფიქსირებული ანაზღაურების შემუშავება, რომელიც კლინიკების მხრიდანაც იქნება ბონუსურის სისტემით სუბსიდირებული

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო გეგმავს ექიმებისთვის ფიქსირებული ანაზღაურების სისტემის შემუშავებას, რომელიც ასევე კლინიკების მხრიდანაც ბონუსურის სისტემით იქნება სუბსიდირებული. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯანდაცვის უწყება ვალდებულია განსაზღვროს, თუ რა არის ღირსეული ანაზღაურება ექიმისთვის თუ ექთნისთვის.

„ჩვენს მიერ ფასწარმოქმნაში, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული გვაქვს ექიმების სახელფასო მარჟებიც, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მიდგომა არის საკმაოდ რბილი, კერძო სექტორის მიმართებაში. მაგრამ ასევე ვითვალისწინებთ იმას, ერთის მხრივ როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, მეორე მხრივ, შრომის და ადამიანის უფლებების დაცვის სამინისტრო, ვალდებული ვართ, რომ უნდა განვსაზღვროთ თუ რა არის ღირსეული ანაზღაურება ექიმისთვის თუ ექთნისთვის. შემდგომში, იგეგმება ექიმებისთვის გარკვეულწილად ფიქსირებული ანაზღაურების შემუშავება, რომელიც ასევე კლინიკების მხრიდანაც იქნება ბონუსურის სისტემით სუბსიდირებული“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო