მიხეილ ბატიაშვილი - მაღალი ხარისხის კოლეჯების შექმნა, ჩვენს სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე წარდგენილი მიხეილ ბატიაშვილი პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ამერიკული კოლეჯის შემოყვანის და დიდ ჯიხაიშში პროფესიული კოლეჯის აღორძინების ფაქტს გამოეხმაურა.

ბატიაშვილის განმარტებით, ტექნიკური სამუშაო უნივერისტეტის მხრიდან არის შესასრულებელი, ამის შემდეგ კი სამინისტრო მზად არის ეს პროექტი დააფინანსოს.

,,მოგეხსენებათ, დაანონსდა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი ახლა აქტიურად მუშაობს აშშ-ს ერთ-ერთ კოლეჯის შემოყვანაზე საქართველოში და საუბარია დიდ ჯიხაიშში პროფესიული კოლეჯის აღორძინებაზე. ეს სამუშაო ტექნიკური უნივერსიტეტის ჩასატარებელია და როგორც კი ეს ტექნიკური სამუშაოები ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან დასრულდება, სამინისტრო მზად არის ეს პროექტი დააფინანსოს. სამინისტრო უზრუნველყოფს, როგორც კონცეფციას და ასევე საპროექტო სამუშაოებს. ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მაღალი ხარისხის კოლეჯების შექმნა, ჩვენს სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს, ამიტომ ხელს შევუწყობთ და ფინანსებითაც უზრუნველვყოფთ მას“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა