გიორგი მიქაუტაძე იმედოვნებს, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის მიზნით,  პროცედურა ჯანსაღად წარიმართება

რადგან ვმონაწილეობ უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეობის კონკურსში იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევ,- ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, იუსტიციის საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მიქაუტაძე იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის მიზნით, პროცედურა ჯანსაღად წარიმართება.

"მსურს დიდი მადლობა ვუთხრა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს მხარდაჭერისა და იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს.ასევე მინდა,მივულოცო ყველა კანდიდატს, რომელიც ნომინირებულია პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევისათვის და ვუსურვო მათ წარმატებები. რაც შეეხება მოლოდინებს, მოლოდინები, ბუნებრივია, დადებითი მაქვს. სწორედ, ამიტომ ვმონაწილეობ ამ კონკურსში. ვფიქრობ, რომ პარლამენტში ჯანსაღი, გამჭვირვალე პროცესი წარიმართება", განაცხადა მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატიდან 20 კანდიდატი დღეს შეარჩია. სია პარლამენტს უახლოეს დღეებში გაადაეგზავნება. სიაში გიორგი მიქაუტაძეც არის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო