მიხეილ ბატიაშვილი -  ჩვენ გვინდა, რომ   რეფორმას ჰქონდეს მყარი საფუძველი და იყოს ორიენტირებული  გრძელვადიან შედეგზე და საქმეზე

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მომავალი რეფორმები არც ერთ მინისტრზე დამოკიდებული არ იქნება, რადგან ბიუჯეტში შესული ცვლილებების მიხედვით, ყველა მინისტრი ვალდებული იქნება დაიცვას რეფორმის ძირითადი პირობები და პრინციპები.

„ჩემი ამოცანაა, რეალურად გადავჭრათ განათლებაში, ან თუნდაც მასობრივ სპორტში, ან სხვა მიმართულებით არსებული პრობლემები და ეს კომპლექსური რეფორმა ბოლომდე მივიყვანოთ. ბევრმა დეპუტატმა და მეც, მივიღეთ მონაწილეობა იმაში, რომ განათლება პრიორიტეტად ქცეულიყო არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ რეალურად, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით.

ჩვენ გვინდა, რომ ამ რეფორმას ჰქონდეს მყარი საფუძველი და იყოს ორიენტირებული გრძელვადიან შედეგზე და საქმეზე. გვაქვს გეგმა და ხედვები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს განათლების სისტემის გაუმჯობესება წლების განმავლობაში. მომავალი რეფორმები არცერთ მინისტრზე დამოკიდებული არ იქნება, რადგან ბიუჯეტში შესული ცვლილებების მიხედვით, ყველა მინისტრი ვალდებული იქნება დაიცვას რეფორმის ძირითადი პირობები და პრინციპები“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაცას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს