მძიმე საყურებელი იყო, პრობლემებს გაქცეული კაცების ყურება. ვგულისხმობ რამდენიმე ისეთ ადამიანს, რომელსაც წესით, ხმა უნდა ამოეღო, რაღაც პოზიცია ეთქვა. ვხედავდი როგორ იმალებოდნენ,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში” განაცხადა.
ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციან სიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს უმრავლესობაში არიან ადამიანები, რომლებიც უსამართლობის წინააღმდეგ უნდა გამოდიოდნენ.
„მგონია,მიუხედავად იმისა, რომ დღეს არის მორჩილი უმრავლესობა, იქ არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ ნაბრძოლი ჩემთან ერთად, ან მე მათთან ერთად. არიან ადამიანები, რომლებიც ამ უსამართლობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. დავიჯერო, მათ პროტესტი არ ექნებათ, როდესაც ამ გვარებს კონკრეტული საქმეებით გაიხსენებენ? გამიკვირდა, რომ არავის ეს რეაქცია არ გამოუხატავს.
მძიმე საყურებელი იყო, პრობლემებს გაქცეული კაცების ყურება ვგულისხმობ რამდენიმე ისეთ ადამიანს, რომელსაც წესით ხმა უნდა ამოეღო, რაღაც პოზიცია ეთქვა. ვხედავდი როგორ იმალებოდნენ. მთლიანობაში კიდევ უფრო დამძიმდა სურათი აგვისტოს შემდეგ. მე რამდენიმე კოლეგას ჯერ კიდევ უმრავლესობიდან ვესაუბრე და სხვათა შორის, არ დამალეს, რომ ისინიც არიან შეწუხებულები ამ ვითარებით. მე ვგულისხმობ მებრძოლ ჯგუფს, რომლებსაც სხვა ისტორია აქვთ, მაგრამ დღეს სხვადასხვა გარემოებების გამო ვერ საუბრობენ და პირად საუბარში ვერ მალავდნენ თავიანთ წუხილს, უკმაყოფილებას გარკვეულ შეუთავსებლობას ამ რეალობასთან. ალბათ არის მიზეზები, რომ ვერ ამბობენ ამ მიზეზებს. ჩემთვის არ არის გასაგები მიზეზები, რის გამოც ვერ ამბობენ. სხვისი განკიცხვა მთლად კარგი საქმე არ არის და არც ქრისტიანული წესია, მაგრამ იცით, როგორ რაღაცაში ვცდილობ ხოლმე გავაკრიტიკო სხვა? ჩემს თავს წარმოვიდგენ ხოლმე, მე თუ შემიძლია გავუძლო ან რაღაც ნაბიჯი გადავდგა, მერე ვთხოვ ხოლმე სხვასაც. მე თუ არ შემიძლია ეს ნაბიჯი გადავდგა, არც სხვას ვთხოვ. არც ჩემთვის არ იყო იოლი, ჩემთვის უფრო მძიმე იყო იმ კონფლიქტში შესვლა და დღემდე არავინ იცის, რას გავუძელი იმ 72 საათის განმავლობაში, ვიდრე ვთქვი, რომ მივდივარ. ისიც კარგად ვიცოდი იმ გადაწყვეტილებას რა მოყვებოდა შემდეგ, მაგრამ, როცა სასწორის ერთ მხარეს იდო ქვეყნის მომავალი, ათკაციანი სიის გამოტანა ჩემი ხელით ნიშნავდა, გზა გამეხსნა ამ ჯოჯოხეთური გადაწყვეტილებისთვის, მეორე მხრივ, ეს ნიშნავდა ჩემთვის პირად კომფორტს. ერთი წამი არ მიფიქრია, ეს უნდა გამეკეთებინა თუ არა, უბრალოდ ის დრო გამოვიყენე დარწმუნებაში, რომ იქნებ გადაეფიქრებინათ იმ ადამიანებს, ვისაც ეგონა, რომ ესათ კაციანი სია უნდა გასულიყო. მე ასე ვუყურებ, თუ შევძელი მე, ერთმა ქალმა, სხვებსაც შეუძლიათ მსგავსი პრინციპულობა. ახლა გამოიჩინონ, სია რომ შემოვა და ვეტყვით, რომელი გვარი, რა საქმეებთანაა კავშირში, იქ ხომ ძალიან მარტივია, იმ კენჭირყრის დროს, გამოხატო შენი პოზიცია“,- განაცხადა ბესელიამ.