გერმანიის მთავრობის წარმომადგენელი - ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში არის თუ არა პოლიტიკური შემადგენელი, გამოძიება დაადგენს

საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში არსებობს თუ არა პოლიტიკური შემადგენელი, ამას გამოძიება განსაზღვრავს. ამის შესახებ გერმანიის ფედერალური მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ზაიბერტმა დღევანდელ ბრიფინგზე „დოიჩე ველეს“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, საქმეს დედაქალაქის საგამოძიებო ორგანოები იძიებენ.

„მიმდინარე გამოძიებაზე პასუხისმგებელია ბერლინის ფედერალური მთავრობა და არ შემიძლია რაიმე ინფორმაციის მოწოდება“ - განაცხადა ზაიბერტმა.

მისი ინფორმაციით, ამ თემაზე დღეს გერმანიის მინისტრთა კაბინეტს არ უმსჯელია.

„მე უკვე განვაცხადე, რომ დღისით დანაშაულის ჩადენა ბერლინის ცენტრში უბრალოდ განსაცვიფრებელია. ფედერალური მთავრობა უკიდურესად არის დაინტერესებული ამ საქმის ზედმიწევნით გამოძიებაში“ - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, თავის მხრივ, კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა საქმე გერმანიის ფედერალურ პროკურატურას გადაეცეს, გერმანიის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა შტეფანი კრიუგერმა განაცხადა, რომ „ფედერალური პროკურატურა თვალს ადევნებს მოვლენათა განვითარებას და მჭიდრო კავშირშია ბერლინში გამომძიებლებთან“. კრიუგერის თქმით, საქმის გადასაცემად აუცილებელია საკმარისი ფაქტობრივი საფუძვლები, რაც, მისი ინფორმაციით, ამ დრომდე არ არის.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში 23 აგვისტოს მოკლეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა