პრეზიდენტი ოჯახურ ძალადობაზე - ეს ახალი ფენომენია და ჩემი აზრით, მამაკაცების „რანგის“ დაკარგვასთან არის დაკავშირებული

"ეს სტერეოტიპული აზრია! ქალებმა ძალიან დიდი როლი შეასრულეს საქართველოს ისტორიაში", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა LA FIGARO-სთან ინტერვიუში კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვით, ზოგიერთი დამკვირვებლის შეფასებით საქართველო კონსერვატიულ ქვეყნად რჩება.

"პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ საქართველო ქრისტიანულ რელიგიაზე ქალმა მოაქცია. შემდეგ, ქართული რენესანსის პერიოდსა და ოქროს ხანაში, ქვეყანას მართავდა ქალი, რომელსაც „მეფეს“ ეძახდნენ. ამ ყველაფერმა თავისი ზეგავლენა მოახდინა ქალებისა და მამაკაცების ურთიერთობაზე. საბჭოთა პერიოდში, ყველა მუშაობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქალთა როლი კიდევ უფრო გაძლიერდა. ქალებმა ხელში აიღეს ქვეყნის ბედი და, ინდუსტრიული ქსოვილის რღვევის პირობებში, რეალობას მოერგნენ. საქართველო მაშინ გზააბნეული იყო, მძლავრი ეკონომიკის გარეშე, იმ სამყაროს პირისპირ, რომლის კარიც ახლა იწყებდა გაღებას. რაც შეეხება მამაკაცებს, მათ უწინ ქვეყნის დაცვის მისია ჰქონდათ და მათაც დაიწყეს თავიანთი ადგილის დაბრუნების მცდელობა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს ოჯახური ძალადობა, ზურაბიშვილი პასუხობს.

"დიახ, ეს ახალი ფენომენია და ჩემი აზრით, მამაკაცების „რანგის“ დაკარგვასთან არის დაკავშირებული. ამაზე მეტყველებს ქართული ეკონომიკური ემიგრაციაც: ემიგრაციაში ძირითადად ქალბატონები მიდიან და თავიანთ ხელფასს უგზავნიან მამაკაცებს, რომლებიც ადგილზე რჩებიან", - აცხადებს პრეზიდენტი.

ინტერვიუს ქართული თარგმანი პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა