უნგრეთის პრეზიდენტის იანოშ ადერის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა

პრეზიდენტის სასახლეში უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის იანოშ ადერის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა უნგრეთისა და საქართველოს ჰიმნები. ასევე, ცერემონიას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საქართველოში.

იანოშ ადერი და საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დახვედრის შემდგომ პირისპირ ისაუბრებენ, რის შემდეგაც დაგეგმილია მათი საუბარი გაფართოებული შემადგენლობით. ადერი და ზურაბიშვილი საუბრის შემდგომ მედიასთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ასევე, უნგრეთის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით დღეს დაგეგმილია “ვეფხისტყაოსნის” მიხაი ზიჩის მიერ შესრულებული მინიატურების გამოფენის დათვალიერება, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონია, ადერისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეხვედრა და ბოლოს, ოფიციალური სადილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელით.

უნგრეთის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა