ეკა ბესელია - რადგან მთავრობის განახლება არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მოხდა, პარლამენტს მკაფიოდ უნდა უთხრან, რა არის მთავარი სიახლე, რა იცვლება

დამოუკიდებელ დეპუტატს ეკა ბესელიას მინისტრობის კანდიდატებთან რამდენიმე კითხვა აქვს. ამის შესახებ ბესელიამ ჟურნალისტებს გაერთიანებული კომიტეტების სხდომის დაწყებამდე განუცხადა, სადაც დღეს მინისტრობის კანდიდატების და სამთავრობო პროგრამების მოსმენაა დაგეგმილი.

„რადგან მთავრობის განახლება მოხდა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, პარლამენტს რომლისგანაც სჭირდებათ ნდობა, უნდა უთხრან ძალიან მკაფიოდ რა არის ის მთავარი სიახლე, რითიც მოდის განახლებული შემადგენლობა, რა იცვლება. ვერავინ ვერ იტყვის, რომ არ არის ასეთი პრობლემები, მთავრობის ვერც ერთი წევრი ვერ იტყვის რომ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა. ამიტომ რა არის ის ახალი და რაც არ მოგვისმენია მეხუთე განახლებამდე და მეხუთე ნდობამდე, ეს უნდა უთხრან საზოგადოებას. მე მაქვს რამდენიმე კითხვა, რომელსაც დავსვამ და ალბათ საინტერესო იქნება მათზე პასუხები", - განაცხადა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროებისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შს მინისტრობის კანდიდატს ვახტანგ გომელაურს, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ.

ასევე, დღესვე მოუსმენენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს ივანე მაჭავარიანს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს ლევან დავითაშვილსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს მაია ცქიტიშვილს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს