სოფო კილაძე - დღეს ოპონენტებს თეატრისა და ოპოზიციის ფუნქციები ერევათ, ისინი სანახაობას დგამენ

„ჩვენთან ოპოზიციას თეატრის დასის ფუნქცია აქვს შეთავსებული,“- ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ოპოზიციონერი დეპუტატების ბოიკოტს, რომლებიც მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენებს არ დაესწრებიან.

სოფო კილაძის თქმით, ოპონენტებს დღეს თეატრისა და ოპოზიციის ფუნქციები ერევათ.

„ყველა განვითარებულ ქვეყანაში ოპოზიციას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიის განვითარებისთვის. მან უნდა აკრიტიკოს ხელისუფლება, კონკრეტული პროგრამები, ნაკლოვანებები და სწორედ ამით აღმოიფხვრას ხარვეზები. ჩვენთან, სამწუხაროდ, ოპოზიციას თეატრის დასის ფუნქცია აქვს შეთავსებული, ისინი დგამენ სანახაობებს და შოუებს. სამწუხაროდ, მათ ოპოზიციის და თეატრის ფუნქციები ერთმენთში ერევათ", - აცხადებს კილაძე.

ცნობისთვის, ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს საკომიტეტო სხდომებს, სადაც მინისტრობის კანდიდატები საკუთარ პროგრამას წარადგენენ.

დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და ასევე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ძალოვან მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. კერძოდ, დღეს თავიანთ პროგრამას წარადგენენ: შს მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი ქეთევან ციხელაშვილი.

ასევე, დღესვე მოუსმენენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს ივანე მაჭავარიანს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს ლევან დავითაშვილსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს მაია ცქიტიშვილს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა