დე ფაქტო  КГБ-მ წნელისთან „სასაზღვრო პოსტის“ მშენებლობა დაიწყო და „სამხრეთ ოსეთის“ დროშა აღმართა

„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ.მესაზღვრეებმა დღეს სოფელ წნელისიდან დასავლეთით, სტრატეგიულად მნიშვნელოვან სიმაღლეზე „სასაზღვრო პოსტის“ მშენებლობა დაიწყეს.

დე ფაქტო КГБ -ს ინფორმაციით, მათ აღადგინეს „სასაზღვრო ნიშანი და აღმართეს სამხრეთ ოსეთის დროშა“. ამ „სასაზღვრო პოსტისკენ“ გაჰყავთ გზაც.

„სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეების მოქმედება არ წარმოადგენს საფრთხეს საზღვართან მდებარე სოფლების კობისა და ჩორჩანას მცხოვრებლებისთვის და მიმართულია სასაზღვრო რეჟიმის დაცვის, რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთის იმ მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად, რომლებიც ზნაურის რაიონის საზღვრისპირა ზოლში ცხოვრობენ. ასევე მიმართულია რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის“, - ნათქვამია დე ფაქტო КГБ -ს განცხადებაში.

ამ ინფორმაციას „რესი“ ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია