რუსთავში, ზუგდიდსა და ქუთაისში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრების გახსნა იგეგმება

„თბილისში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი შეიქმნა, რომელიც მომხმარებელს ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ სივრცეში 50-მდე საპოლიციო მომსახურებას აწვდის,“ - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ერთიანი მომსახურების ცენტრების გახსნა, ასევე, იგეგმება რუსთავში, ზუგდიდსა და ქუთაისში.

„სისტემური განახლების ფარგლებში, საპატრულო პოლიციის რეფორმის ახალი ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობას და გამჭვირვალობას, ასევე, მოახდენს ადმინისტრაციული პროცესების გამარტივებას, საპოლიციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და დანაყოფის სტრუქტურულ ოპტიმიზაციას.

თბილისში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი შეიქმნა, რომელიც მომხმარებელს ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ სივრცეში 50-მდე საპოლიციო მომსახურებას აწვდის. ამასთანავე, ერთიანი მომსახურების ცენტრების გახსნას ვგეგმავთ რუსთავში, ზუგდიდსა და ქუთაისში. ყველა პატრულ ინსპექტორი აღიჭურვა ახალი სამხრე კამერებით. დაინერგა და შეიქმნა ქვეით პატრულ ინსპექტორთა კორპუსი,” - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და ასევე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ძალოვან მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. კერძოდ, დღეს თავიანთ პროგრამას წარადგენენ: შს მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი ქეთევან ციხელაშვილი.

ასევე, დღესვე მოუსმენენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს ივანე მაჭავარიანს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს ლევან დავითაშვილსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს მაია ცქიტიშვილს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა