ვახტანგ გომელაური - ადამიანის უფლებების დაცვა შს სამინისტროსთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა

„ადამიანის უფლებების დაცვა სამინისტროსთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა და ამ კუთხით რეფორმებს ინტენსიურად გავაგრძელებთ, - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ასევე, აქტიურად გაგრძელდება ადამიანის უფლებების დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობა ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით. ამასთან, როგორც გომელაურმა აღნიშნა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ხარისხის ამაღლებაზე.

„სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური, რომლის ფუნქციას დაზარალებულთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა წარმოადგენს. სამინისტროს საქმიანობაში კვლავ პრიორიტეტული იქნება ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი. დღევანდელი მდგომარეობით, სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მიღწეული შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ ამოქმედდა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის რისკის შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი. ოჯახში მოძალადე სამართალდამცავების მიმართ გამკაცრდა პოლიტიკა. შემცირდა ოჯახური დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი ქალთა მკვლელობების რაოდენობა. გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, ჩვენთვის პრიორიტეტულია დაზარალებულის ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა. ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლთა, აგრეთვე, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა მხარდაჭერის მიზნით, სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური, რომელიც საპილოტე რეჟიმში თბილისსა და რუსთავში უკვე ამოქმედდა. კოორდინატორების ძირითად ფუნქციას წარმოადგენს დაზარალებულთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, დანაშაულის შედეგად გამოწვეულ პირველად სტრესში გამკლავება და მათთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივება.

ასევე, აღსანიშნავია, რომ სისტემაში, კერძოდ კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, პირველად იქმნება არასრულწლოვნების მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულის სპეციალიზებული საგამოძიებო სამმართველო. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა სამინისტროსთვის და ამ კუთხით რეფორმებს ინტენსიურად გავაგრძელებთ,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და ასევე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ძალოვან მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. კერძოდ, დღეს თავიანთ პროგრამას წარადგენენ: შს მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი ქეთევან ციხელაშვილი.

ასევე, დღესვე მოუსმენენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს ივანე მაჭავარიანს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს ლევან დავითაშვილსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს მაია ცქიტიშვილს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა