გლდანის რაიონში, გარაყანიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონში, გარაყანიძის ქუჩისა და მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სამუშაოების ფარგლებში, დაზიანებული საფარის დემონტაჟი განხორციელდა, მომზადდა გზის საფუძველი, მოეწყო ბორდიური, რის შემდეგაც, დაახლოებით, 2 570 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი იგება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „L & L“ ასრულებს, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.

„გლდანის რაიონში, გარაყანიძის ქუჩისა და მიმდებარე ჩიხების მოწესრიგებას ვახორციელებთ. ამ დასახლებაში გზის საფარი დაზიანებული იყო, რის გამოც, მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. სამუშაოების შედეგად, ასფალტის ახალი საფარი დაიგება და წლების განმავლობაში არსებული პრობლემაც მოგვარდება“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 126 000 ლარია გათვალისწინებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო