ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარი საზრუნავი იქნება ჯარისკაცების ყოფა, განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ: წესრიგზე, დისციპლინაზე, კვებაზე,  შეიარაღებაზე

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრის პოსტზე ყოფნისას, ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი „ჯარისკაცების ყოფა“ იქნება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, ჯარისკაცებს გაუუმჯობესდებათ საცხოვრებელი პირობები და მოემატებათ ხელფასები.

„მეორე ჩემი მთავარი საზრუნავი იქნება ჩვენი ჯარისკაცების ყოფა, მე განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ: წესრიგზე, დისციპლინაზე, მათ კვებაზე, მათ აღჭურვილობაზე, მათ შეიარაღებაზე. ვიზრუნებთ მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე. ვიზრუნებთ მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე: იქნება ეს ხელფასების ზრდა, იქნება ღირსეული ჯანდაცვის პაკეტი, ღირსეული დაზღვევა. ასევე ვიზრუნებთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. მე მუდმივად მექნება კომუნიკაცია და მუდმივ მონიტორინგს განვახორციელებ, რომ ჩვენ ბაზებზე იყოს თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ჩვენ შევიტანთ მეტ სპორტს მეტ ტრენინგს მეტ სწავლებას ჯარში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს