ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზანს წარმოადგენს მდგრადი, ეფექტური და ქმედითი სისტემების ჩამოყალიბება. ამ მიზნის მიღწევის გზაზე, დემოკრატიული პრონციპებით და დასავლური ღირებულებებით ვხელმძღვანელობთ“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის 4 კომიტეტის ერთობლივი სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილმა მთავარი მიზნების შესახებ ისაუბრა.

„მე მინდა, ლევან იზორიას მადლობა გადავუხადო ძალიან ნაყოფიერი მუსაობისთვის, რომელიც მან გასწია თითქმის 3 წლის განმავლობაში. მას და მის გუნდს ვუსურვებ წარმატებას. ძალიან ბევრი გააკეთა ამ სამინისტროში. ჩვენ გავაგრძლებთ დაწყებულ რეფორმებს და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ. მე წინასწარ გეტყვით ჩემს ხედვას, თუ როგორ მესახება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერება და რა იქნება ჩემი მთავარი მიზნები უახლოესი პერიოდის განმავლობაში. ყველას მოგეხსენებათ, რომ საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მტკიცე და უწყვეტ პრიოტიტეტად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია რჩება. ამ პროცესში, ჩვენი მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის მნიშვნელოვანი ისტორიული შედეგი სახეზე გვაქვს. ევროპამ ფართოდ გაგვიხსნა საზღვრები და უმაღლეს შეფასებას აძლევს ჩვენს წარმატებას. ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ საკუთარი ძალებით და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ეტაპობრივად მოვახდინოთ ქვეყნის თავდაცვის ძალების განვითარება და ნატოსთან მაქსიმალური თავსებადობის მიღწევა. არსებობს საფრთხეეებთან გამკლავებაც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთიანობის დაცვის უზრუნველსაყოფად. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზანს წარმოადგენს მდგრადი, ეფექტური და ქმედითი სისტემების ჩამოყალიბება. ამ მიზნის მიღწევის გზაზე ვხელმძღვანელობთ დემოკრატიული პრონციპებით და დასავლური ღირებულებებით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, „ნატო-სთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა წარმოადგენს ჩვენი თავდაცვითი ძალების განვითარების ერთ-ერთ მთავარ ქვაკუდხედს“.

„მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერება, არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და მიზნად ისახავს მხოლოდ თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდას და ემსახურება ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას. სწორედ ნატოსთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა წარმოადგენს ჩვენი თავდაცვითი ძალების განვითარების ერთ-ერთ მთავარ ქვაკუდხედს. ამ პროცესში ჩვენი ჯარისკაცების დაუღალავი ძალისხმევით, ჩვენმა ქვეყანამ, როგორც საიმედო და ღირსეულმა პარტნიორმა, მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვირდა ევროატლანტიკური უსაფრთოების მთელს არქიტექტურაში. საქართველოს ნატოში გაწევრიანება, ქვეყნის საგარეო და უსაფრთოების პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. საქართველო დღეს ნატოს ღირსეული სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ვართ სანდო მოკავშირე და ყველაზე თავსებადი ასპირანტი სახელმწიფო მთელს რეგიონში. ჩვენი ჯარისკაცების დიდი დამსახურებაა, მათი გმირობის დამსახურებაა ის, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცებაში. ჩვენ ვაგრძლებეთ ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმების განხორციელებას და ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების და რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას, პრინციპით - „უფრო მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე, ალიანსის სამხედრო მისიებში საქართველოს თავდაცვის ძალების ჩართულობაც მეტყველებს.

„ნატო-საქართველოს უნიკალურ პარტნიორობაზე მეტყველებს ჩვენი ჩართულობა ალიანსის სამხედრო მისიებში. ამ წუთში, ჩვენი ჯარისკაცები ღირსეულად იცავენ ჩვენი ჯარისკაცების უსაფრთხობას ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. ამ ამოცანის შესასრულებალად, ჩვენს სამინისტროში არის შემუშავებული თავდაცვის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი და ტრანსფორმაციის გეგმა, რომელიც 2020 წლამდე თავდაცვის სისტემის და თავდაცვის სისტემის და ძალების განვითარების მთელ რიგ ღონისძიებებს ითვალისწინებს. საქართველოს მთავრობა ეროვნული თავდაცვის სისტემის განვითარების პროცესში, გააგრძელებს ტოტალური თავდაცვის მიდგომის დანერგვაზე მუშაობას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა