ლევან გოგიჩაიშვილი გომელაურს - თუ ტერორისტული საფრთხე აღიკვეთა, ტერორისტებს ვერ იჭერთ, ბატონო ვახტანგ?

თუ ტერორისტული საფრთხე აღიკვეთა, ტერორისტებს ვერ იჭერთ, ბატონო ვახტანგ? - ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.

გოგიჩაიშვილი დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს გამოძიება ტერორიზმის საქმეზე, როდესაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ქვეყანა ტერორისტულ საფრთხეს აარიდა.

„რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ჩანაწერები, ტელევიზიის საშუალებით და მერე პრემიერ-მინისტრმა დაიწყო და გააგრძელეს უმრავლესობის წევრებმა აბსოლუტურად ლეგიტიმურად, რომ ქვეყანა გადაარჩინეთ ძალიან დიდ ტერორისტულ საფრთხეს. თუ ტერორისტული საფრთხე აღიკვეთა, ვერ იჭერთ ტერორისტებს, ბატონო ვახტანგ? არის კონკრეტული შედეგი იმ ჩანაწერების, რა მოხდა და როგორ მოხდა? მიმდინარეობს გამოძიება? ვიცით, რომ რეალურად საფრთხე აღკვეთილია და ტერორისტები განეიტრალებულები არიან?“ - ჰკითხა გოგიჩაიშვილმა გომელაურს.

ცნობისთვის, პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მინისტრობის კანდისდატებს უსმენენ. მოხსენებები უკვე წარმოადინეს შინაგან სქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა და სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა