ეკა ბესელია ღარიბაშვილს - მინდა დავინახო ტრანსფორმაცია ხომ არ განიცადა იმ ღირებულებებმა, რომელმაც მაშინ ერთად დაგვაყენა

მინდა დავინახო ტრანსფორმაცია ხომ არ განიცადა იმ ღირებულებებმა, რომელმაც მაშინ ერთად დაგვაყენა, - ამ სიტყვებით მიმართა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს დეპუტატმა ეკა ბესელიამ და დაინტერესდა, მისაღებია თუ არა ახლა მისთვის ის მოსამართლეები, რომლებიც წარსულში მიუღებლები იყვნენ.

„ბატონო ირაკლი, თქვენ იყავით ერთ-ერთი ვისაც პირადად შეეხო უსამართლობა და უკანონობა სასამართლოს მხრიდან. მე კარგად მახსოვს, იმ ისტორიებს ჩვენ ერთად გავდიოდით. მახსოვს, როგორი პრინციპული იყავით მაშინაც, სხვათა შორის, ასევე ღიად გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ 4 წელია დისტანცირებული ხართ აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან, არ გეტყობოდათ, რომ შორს იყო ეს ტრიბუნა თქვენგან. ძალიან საინტერესო გამოსვლა იყო, ჩემი პირდაპირობა ცნობილია და არ მჭირდება არანაირად დითირამბები. პირველ რიგში მაინტერესებს თქვენც, ის ადამიანი, რომელიც გამოირჩევით ძალიან ღია, პირდაპირი, ხშირად ხისტი, მკაფიო, პრინციპული შეფასებებით იმ რეჟიმის და ზოგიერთებივით ენა არ გეჩლიქებათ, როცა იმ რეჟიმზე საუბრობთ და სახელს არქმევთ იმ მოვლენებს - თქვენც ფიქრობთ, რომ ვინც ცუდად იქცეოდა დღეს კარგად იქცევა და ვინც ცუდ საქმეებს ჩადიოდა მოსამართლეების სახით დღეს კარგ საქმებს აკეთებს?! თქვენ იზიარებთ ამ პოზიციას?! ეს ჩემთვის ძალიან პრინციპულია, იმიტომ რომ მეც უნდა მივიღო კენჭისყრაში მონაწილეობა, მინდა დავინახო, ტრანსფორმაცია ხომ არ განიცადა იმ ღირებულებებმა, რომელმაც მაშინ ერთად დაგვაყენა“, - მიმართა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს