ლევან გოგიჩაიშვილი გომელაურს - მიეცით თუ არა რეკომენდაცია, რა შეიძლებოდა გამოეწვია ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის ჩაბრძანებას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში?

„მიეცით თუ არა რეკომენდაცია თქვენ, როგორც შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელმა, რა შეიძლებოდა გამოეწვია ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის ჩაბრძანებას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში?“ - ამ კითხვით დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა შს მინისტრობის კანდიდატს ვახტანგ გომელაურს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიმართა. გოგიჩაიშვილის თქმით, 20 ივნისს უხერხემლო და უშინაარსო პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებმა პროვოკატორებს საშუალება მისცეს, რისკვის ქვეშ დაეყენებინათ ქვეყნის სტაბილურობა.

გოგიჩაიშვილმა გომელაურს ასევე, ჰკითხა, მისი აზრით, 20 ივნისის მოვლენების გამო მხოლოდ ზაქარია ქუცნაშვილისა და ირაკლი კობახიძის გადადგომა საკმარისია თუ არა.

„მე მაინტერესებს, მიეცით თუ არა რეკომენდაცია თქვენ, როგორც შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელმა, რა შეიძლებოდა გამოეწვია ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის ჩაბრძანებას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში? ეს იყო შეურაცხყოფა, რადგან ამ ქვეყანაში ადამიანებმა და ჩვენმა კოლეგებმა სისხლი იმიტომ კი არ დაღვარეს, რომ გავრილოვი ჩამჯდარიყო ამ სავარძელში, არამედ იმიტომ დაიღვარა აქ სისხლი 90-იან წლებიდან მოყოლებული, რომ იმ სავარძელში ქართველი და საქართველოს მიერ არჩეული წარმომადგენელი ყოფილიყო. მიეცით თუ არა კონსულტაცია, იმუშავა თუ არა ანალიტიკურმა ჯგუფმა და თუ არ იმუშავა, თვლით, თუ არა, რომ ეს არის გარკვეულწილად პრობლემა იმიტომ, რომ ამ პროცესებმა საკმაოდ სერიოზული საფრთხე შეუქმნა სტაბილურობას, აქედან გამომდინარე პრობლემებმა კი ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ჩვენს ეკონომიკას. ვინ იღებს პასუხისმგებლობას, მარტო ქუცნაშვილი? კობახიძის გადადგომა საკმარისია ამისთვის? იმ დღეს ხომ საერთოდ სხვა ადამიანი ასრულებდა სპიკერის მოვალეობას? პასუხისმგებლობას ამასთან დაკავშირებით ვინ იღებს?“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა