„ბილაინში“ დანერგილი ციფრული პლატფორმა Brandon Hall Excellence Awards-ის ჯილდოს მფლობელი გახდა

„ბილაინში“ დანერგილი ციფრული პლატფორმა Brandon Hall Excellence Awards-ის ჯილდოს მფლობელი გახდა. „ბილაინში“ დანერგილ თანამედროვე ციფრულ პლატფორმებს შორისაა Medallia, Facebook Workplace –ი, Lever -ი, Talmundo და CrossKnowledge-ი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ბილაინიდან“ აცნობეს, მობილური ოპერატორების საერთაშორისო ჯგუფმა „ვიონი“, მიიღო 2019 წლის Brandon Hall Excellence Awards-ის ჯილდო კატეგორიაში „სწავლების ტექნოლოგიის საუკეთესოდ დანერგვა“, CrossKnowledge პლატფორმის წარმატებით გამოყენებისთვის. Brandon Hall Excellence Awards - ადამიანური კაპიტალის მართვის დარგში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც აღნიშნავს ორგანიზაციების მიღწევებს შედეგების გაუმჯობესების, წამყვანი პრაქტიკის დანერგვისა და ბიზნეს ამოცანების გადაწყვეტის მიხედვით.

მათივე ინფორმაციით, ონლაინ პლატფორმა CrossKnowledge -ის მეშვეობით ჯგუფში შემავალი ყველა მობილური ოპერატორის, მათ შორის „ვიონი საქართველოს“ (ბრენდი „ბილაინი“) თანამშრომლები გადიან სავალდებულო თუ არასავალდებულო ტრენინგებს, მათ შორის ფუნქციონალური, პროფესიული და სხვა უნარ-ჩვევების გასავითარებელ ტრენინგებს. ბილაინის თანამშრომლებისთვის სრულიად უსასყიდლოდაა ხელმისაწვდომი Coursera-სა და LinkedIn-ის ნებისმიერი რესურსი და კურსი.

„ბილაინი“ თანამედროვე ციფრულ პლატფორმებს აქტიურად იყენებს ყოველდღიურ საქმიანობაში. მათ შორისაა Lever.co - თანამშრომლების შერჩევისთვის და Talmundo - ახალი თანამშრომლების ადაპტაციისთვის. შიდა კომუნიკაციების ეფექტურად წარმართვისთვის, პლატფორმის გამოსვლიდან მალევე - 2018 წლის ივლისში, „ბილაინმა“ ოფიციალურად დანერგა Facebook Workplace -იც.

თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვასთან ერთად, „ბილაინში“ არც მომხმარებელი ავიწყდებათ და მათი კმაყოფილების გასაზომად მსოფლიოში აღიარებულ ონლაინ პლატფორმას - Medallia-ს იყენებენ. მომხმარებლის მოთხოვნის, ქცევისა და ჩვევების შესწავლის საუკეთესო ინსტრუმენტი - Medallia, „ბილაინმა“ 2018 წელს დანერგა. აბონენტის კმაყოფილების კვლევა მისი ქსელში ჩართვის პირველივე დღიდან იწყება, მარტივი გამოკითხვის მეშვეობით რომელიც SMS-ის სახით მისდის. ფასდება პროდუქტების პირობები და მათი გამოყენებით მიღებული გამოცდილება, ასევე სატელეფონო ცენტრსა და მაღაზიაში მიღებული მომსახურების ხარისხი. უახლოეს მომავალში გამოკითხვა დაინერგება ციფრულ არხებშიც - ვებგვერდი და აპლიკაცია“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო