სოფო კილაძე - ოკუპანტების წინაშე შარვლის ჩახდა ოკუპირებულ ტერიტორიებს ვერ დაგვაბრუნებინებს

„ოკუპანტების წინაშე შარვლის ჩახდა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს ვერ დაგვაბრუნებინებს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

როგორც კილაძემ აღნიშნა, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ქვეყანა მაშინ შეძლებს, თუ პატრიოტული სულისკვეთება იქნება.

„მგონია, რომ მხოლოდ მაშინ შევძლებთ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას, თუ გვექნება პატრიოტული სულისკვეთება ქვეყანაში. ამ პატრიოტულ სულისკვეთებას ნამდვილად სჭირდება ბავშვებისთვის თავიდანვე სწავლება, შეყვარება. მგონია, რომ უკაცრავად და შარვლის ჩახდა ოკუპანტების წინაშე ვერ დაგვაბრუნებინებს ვერაფრით ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამას სჭირდება შრომა, თავდადება, ბევრი მუშაობა და ჩვენი ევროატლანტიკური გზით სვლა“, - განაცხადა კილაძემ.

პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. თავიანთი მოხსენებები უკვე წარმოადინეს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა და სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს