რომან გოცირიძე - დგანან და ტრიბუნიდან ოპოზიციურ პარტიას ლანძღავენ - ახლა თუ უნდათ მინისტრები გამოცხადდნენ "გირჩში და იკურთხონ მღვდლებად

თუ "გირჩი" მინისტრებს "გირჩის" მღვდლებად გამოაცხადებს, ეს ყველაზე ადეკვატური პასუხი იქნება, 50 ლარს ჩემი ხელფასიდან მე გადავუხდი, თუკი ესენი სასულიერო პირებად იქნებიან გამოცხადებული,-ასე ეხმაურება ფრაქცია " ერთიანი ნაიონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

რომან გოცირიძის თქმით, ღარიბაშვილის განცხადება აბსოლუტურდ უაზროა.

"თუ ხელისუფლებაა და პრობლემას ხედავს "გირჩის" ნაბიჯებში, შეეძლოთ მოეგვარებინათ. შემოვიდა პარლამენტში ხელისუფლების მიერ დაწერილი კანოპროექტი, რომელიც ფაქტობრივად ანტიკონსტიტუციური იყო. დგანან და ტრიბუნიდან ოპოზიციურ პარტიას ლანძღავენ. ძალიან კარგი გაკვეთილი მოუწყო "გირჩმა" , საჩვენებლად გააბითურა ხელისუფლება. ახლა თუ უნდათ მინისტრები გამოცხადდნენ "გირჩში და იკურთხონ მღვდლებად, გადაიხადონ 50 ლარი, მიიღებენ სერტიფიკატს და "გირჩის" მღვდლებად შეიძლება აკურთხონ მინისტრები - ამის ღირსი იქნებიან ისინი",-აცხადებს რომან გოცირიძე.

ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი პროგრამის წარდგენისას აღნიშნა, რომ მისი უპირველესი საზრუნავი სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის დასრულება იქნება. „გირჩის“ საქმიანობაზე საუბრისას ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ეს სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელი საქმიანობაა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა