საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიხაი ზიჩის მიერ შექმნილი მინიატურების გამოფენა მოეწყო

უნგრეთის პრეზიდენტის იანოშ ადერის ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის მიერ „ვეფხისტყაოსნისთვის“ შექმნილი მინიატურების გამოფენა მოეწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 18 მინიატურული ნამუშევარი და 1888 წელს გიორგი ქართველიშვილის მიერ გამოცემული ვეფხისტყაოსანი, რომელიც სწორედ უნგრელი მხატვრის მიერ არის ილუსტრირებული. უნგრეთის პრეზიდენტი თბილისს მეუღლესთან, ანიტა ჰერჩეხთან ერთად გუშინ ეწვია.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს გაიმართა. დახვედრის ცერემონიის შემდეგ, უნგრული და ქართული მხარეები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრის ბოლოს უნგრეთის და საქართველოს პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა