რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მიუღებელია ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებმა ანკარას ბირთვული იარაღის ქონა აუკრძალონ

„მიუღებელია ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებმა ანკარას ბირთვული იარაღის ქონა აუკრძალონ,“ - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია გეგმავს თუ არა თურქეთი ბირთვული იარაღის შექმნას.

„ზოგიერთ ქვეყანას აქვს ბირთვული ქობინები, არა ერთი და ორი. თუმცა, ჩვენ თურმე არ შეგვიძლია მათი ქონა. ეს მიუღებელია. ჩვენ ისრაელი გვყავს ახლოს, თითქმის მეზობლები ვართ. ისინი სხვა ქვეყნებს აშინებენ ბირთვული იარაღით. თუმცა, ისრაელს არავინ ეხება“, - განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, თურქეთმა 1980 წელს ხელი მოაწერა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმებას, 1996 წელს კი ბირთვული იარაღის გამოცდის ამკრძალავ ხელშეკრულებას, რომელიც თურქეთს უკრძალავს ნებისმიერი მიზნით ნებისმიერი ბირთვული იარაღის გამოყენებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა