ირაკლი ღარიბაშვილი - იმ მოსამართლემ, რომელმაც ჩემი ოჯახის წევრი გაასამართლა, შემდეგ სააკაშვილი გაასამართლა - თუ ადამიანი გულწრფელად  აჩვენებს სინანულს, რთული საკითხია, არ მივცეთ გამოსწორების შანსი

იმ მოსამართლემ, რომელმაც ჩემი ოჯახის წევრი 2011-2012 წელს გაასამართლა, შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გაასამართლა. თუ ადამიანი გულწრფელად, საქმით აჩვენებს სინანულს, მე მგონი, ძალიან რთული საკითხია ადამიანებს არ მივცეთ გამოსწორების შანსი,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან სამთავრობო პროგრამა წარადგინა.

დეპუტატ ეკა ბესელიას კითხვაზე, რომელიც მოსამართლეების საკითხს შეეხებოდა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ალბათ, სიმბოლური იყო, როდესაც იმ მოსამართლემ, რომელმაც მისი ოჯახის წევრი გაასამართლა, მოგვიანებით, ყოფილ პრეზიდენტს მიუსაჯა პატიმრობა.

„მესმის, რომ ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია მოსამართლეების სიამ. ერთ-ერთ ჩემს გამოსვლაში მაგალითიც მოვიყვანე, რომ ის მოსამართლე, რომელმაც ჩემი ოჯახის წევრი 2011-2012 წელს გაასამართლა, ამავე მოსამართლემ უკვე მიხეილ სააკაშვილი გაასამართლა და მიუსაჯა მას პატიმრობა დაუსწრებლად. მე ასეთი აზრი მაქვს, თუ ადამიანი გულწრფელად, ამ შემთხვევაში, საქმით აჩვენებს სინანულს ან აქვს სურვილი რომ ჩადგეს სახელმწიფო სამსახურში, მე მგონი, ძალიან რთული საკითხია ადამიანებს არ მივცეთ შანსი გამოსწორების. მგონი, სიმბოლური იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილს მიუსაჯა მოსამართლემ და ამით ალბათ, მან გამოისყიდა წარსულში მის მიერ დაშვებული გადაცდომები თუ დავალებები. სადავო საკითხია, მაგრამ მე ასე ვფიქრობ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა