ახლობლების ინფორმაციით, თემქაზე მოკლული ქალის სახლიდან  სავარაუდოდ, ოქროულობაა წაღებული

თემქაზე მოკლული 62 წლის ქალის სახლიდან სავარაუდოდ, წაღებულია ოქროულობა,- ამის შესახებ გარდაცვლილის ბიძაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

"როგორც ვიცი, სახლიდან მკვლელობის შემდეგ, სავარაუდოდ, ოქროულობაა წაღებული. გარდაცვლილის მეუღლე დღეს, მას შემდეგ, რაც სიმას გარდაცვალების ამბავი გაიგო, პოლიციას ესაუბრებოდა, რომ სამი დღის წინ ბანკიდან ოქრო გამოვიტანეო", - განაცხადა გარდაცვლილის ბიძაშვილმა.

62 წლის სიმა მირზოევას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს